თეთრიწყლების საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული სველი წერტილების რეაბილიტაცია და ახალი სველი წერტილების მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ი/მ ზაქარია ომარაშვილი ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 17 501 ლარით ფინანსდება.