უფასო სამედიცინო აქცია

7 ოქტომბერი, 2019

ოქტომბრის თვე ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა და სიმბოლურად მას “ვარდისფერ ოქტომბრს“ უწოდებენ.
 

12 ოქტომბერს, 11:00-დან 15:00სთ-მდე, "ვარდისფერი კამპანიის" ფარგლებში, თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“ მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებს, რაც მოიცავს ყველა ონკოლოგიურ და არაონკოლოგიურ პათოლოგიებს:
► კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნი;
► ძუძუსა და გინეკოლოგიური პათოლოგიები;
► მუცლის ღრუს ორგანოები;
► თავისა და კისრის მიდამოს წარმონაქმნები.

უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ:
► მამოლოგები - დინა ნემსაძე, მაშა სიმონოვა;
► გინეკოლოგი - მარიკა გაბლიშვილი;
► ენდოკრინოლოგი - მაია ნიშნიანიძე;
► თორაკალური ქირურგი - აბო გაჩეჩილაძე;
► ონკოქირურგი - გიორგი მეტივიშვილი;
► რადიოლოგი - ბელა ბურდული;

აქციის ფარგლებში, პაციენტს უფასო კონსულტაციის მიღება შეეძლება ჩამოთვლილი მიმართულებიდან ერთ სპეციალისტთან. აგრეთვე, ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩატარდება ექოსკოპიური კვლევა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

გააზიარე