ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედნების მოწყობა დასრულდა

3 იანვარი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედნების მოწყობა დასრულდა.

ახალი მინი-მოედნები მოეწყო: ქ. თელავში კავკასიონის, კვირიკე დიდისა და მშვიდობის ქუჩების მიმდებარედ, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში.

ოთხივე ლოკაციაზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი-მოედნების მოწყობა თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 339 984 ლარით დაფინანსდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შ.პ.ს. ,,დოკასპორტმა,, შეასრულა.

 

 

გააზიარე