ძაღლების საერთაშორისო გამოფენა თელავში
თელავმა, წელს უკვე მეექვსედ, ძაღლების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა.
ორდღიან გამოფენაში, რომელიც საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, საქართველოდან, ევროპისა და აზიის 7 სხვადასხვა ქვეყნიდან 550 სხვადასხვა ჯიშის ძაღლი მონაწილეობდა.
ქართველ კინოლოგებთან ერთად, ძაღლებს ესპანეთიდან, იტალიიდან და რუმინეთიდან მოწვეული მწვრთნელები აფასებდნენ.
ძაღლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში თელავი ათასობით ვიზიტორს მასპინძლობს.