ზედიზედ მეოთხედ კახეთს „სუფთა რეგიონი“-ს სტატუსი მიენიჭა

18 May, 2022

ზედიზედ მეოთხედ კახეთს „სუფთა რეგიონი“-ს სტატუსი მიენიჭა.

დღეს, თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) „ვიზიტ კახეთი“ მხარდაჭერით „სუფთა რეგიონის“ აღნიშვნის ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი დაესწრო.

რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „სუფთა რეგიონის“ სტატუსი პირადად მიულოცეს და მადლობის სიგელები, ხოლო მეეზოვე ქალბატონებს თაიგულები გადასცეს.

 

გააზიარე