ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექიმ-პედიატრს 75 წლის იუბილე მიულოცეს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ და მერმა შოთა ნარეკლიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის შპს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმ-პედიატრ ბელა აფხაზავას 75 წლის იუბილე მიულოცეს. ის 50 წელია, რაც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს.