ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება შედის იურიდიული სამსახურის დაქვემდებარებაში.
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:
- საქართველოში მოქმედი ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენება;
- სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლი (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა);
- გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლი;
- თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კარადების და ჭების კონტროლი;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;
- უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთა და საჯარიმო სანქციების გამოყენება;
- სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
- ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება მის საზედამხედველო ობიექტებში ტექნიკური და სამშენებლო, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე;
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტროლის დამყარება და ზედამხედველობა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებზე;
- ზედამხედველობის წარმოება ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, გადაბელვაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე;
- მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
- განყოფილების მოხელეებს შესაძლებელია ჰქონდეთ უნიფორმა და სამსახურებრივი მოწმობა.
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი სოსებაშვილი
✆ - 599 95 27 87
✉ - giorgi.sosebashvili@telavi.gov.ge