ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (2024 წლის ბიუჯეტი)

27 დეკემბერი, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება „თელავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის მისაღებად.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს 2023 წლის 22 დეკემბრამდეე განიხილავენ. ნორმატიული აქტის პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 2024 წლის 1 იანვრამდე წარედგინება.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები 22 დეკემბრამდე შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. ტელ: 599857722; Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge).

გააზიარე