ქონების მართვის განყოფილება
ქონების მართვის განყოფილება შედის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში.
ქონების მართვის განყოფილების ფუნქციებია:
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
- წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის კუთვნილი უძრავი ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე, მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
- ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
- ზედამხედველობს მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა – პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
- ასრულებს მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება - მოვალეობებს;
- უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
- ახორციელებს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების პირობიანი აუქციონის წესით პრივატიზების შემთხვევაში შესასრულებელი პირობის/პირობების/საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს;
- ამზადებს წინადადებებს მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
- ახორციელებს მუნიციპალიტეტის საშინაო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ინიციირებას, კოორდინაციას, ინვესტირების მიმართულებების განსაზღვრას, ინვესტორთა ხელშემწყობი პროექტების შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას.
- აფასებს მუნიციპალიტეტის არსებულ ეკონომიკურ რესურსებს და ქმნის მონაცემთა ბაზას;
- ამზადებს წინადადებებს ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით და ურთიერთობს ინვესტორებთან;
- ადგენს თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკურ პროგრამებს;
- ამზადებს პროექტებს ადგილობრივ მოსაკრებლებთან, ნებართვებთან და გადასახადებთან დაკავშირებით;
- ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
ქონების მართვის განყოფილების უფროსი
დიმიტრი ზაქაიძე
საკონტაქტო ინფორმაცია
✆ - 599 723927
✉ - dimitri.zakaidze@telavi.gov.ge