სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა

8 აგვისტო, 2023

2023 წლის 15 აგვისტოს, 13 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა ჩატარდება. 

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელებენ: 

  • თელავის ჭადრის ხისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭების შესახებ;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის N10 განკარგულებაში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
გააზიარე