თელავში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
ქ. თელავში გასულ წელს ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოების შედეგად გამოვლენილი დღემდე უცნობი არტე-ფაქტების შესწავლის მიზნით, მიმდინარე წელს განახლდა კვლევითი სამუშაოები.
გამოსაკვლევი ობიექტები მოინახულეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ - დავით ბეგიაშვილმა.
ამ ეტაპზე, „დაბახნების“ ტერიტორიაზე აღმოჩენილია მართკუთხა კოშკებისა და გალავნის ფრაგმენტები, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ქალაქის ქვედა ციხის კონტურები. ამ აღმოჩენებს ქალაქის ისტორიის უფრო ადრეულ პერიოდამდე მივყავართ.