ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

კოხრეალური იმპლანტის მომხმარებელთა თანადაფინანსება

ქვეპროგრამა ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის სმენადაქვეითებული/კოხრეალური იმპლანტის მომხმარებელ ბავშვთა შიდა იმპლანტზე მიმაგრებული გარე მეტყველების პროცესორის ღირებულების თანადაფინანსებას. თანადაფინანსების ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 10,000 ლარით.

ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) ბენეფიციარის წარმომადგენლის განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ა.გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) ბენეფიციარის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);

ა.ვ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ზ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.თ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.

 

დადგენილება N3

გააზიარე