თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

შპს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი

თელავის შპს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“  ერთადერთი მრავალპროფილური ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაა კახეთის რეგიონში  სტაციონარული და ამბულატორიული სერვისებით.

ორგანიზაციის მიზანია: თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო სერვისების დანერგვით, რეგიონში ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კონტიგენტისათვის რეაბილიტაციური სერვისის მიწოდება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა

დაწესებულება უზრუნველყოფს ბავშვთა კონტინენტისათვის შემდეგი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას:

1.ამბულატორიული სერვისები:

  • ოჯახის ექიმის მომსახურება
  • პროფილაქტიკა-იმუნიზაცია
  • ბავშვთა რეაბილიტაცია (ოკუპაციური თერაპია, ფიზიკური თერაპია, ფიზიოთერაპია)
  • ვიწრო სპეციალისტების მომსახურება (პედიატრი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ორთოპედი, ქირურგი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი).
  • მშობელთა საინფორმაციო კაბინეტი
  • დედათა სკოლა

2.სტაციონარული სერვისები:

  • პედიატრია
  • ნეონატოლოგია
  • ბავშვთა ქირურგია
  • ბავშვთა რეანიმაცია
  • ბავშვთა ოტოლარინგოლოგია

3.დიაგნოსტიკა:

  • ულტრაბგერითი კვლევა
  • რენტგენოლოგიური კვლევა
  • ელექტროენცეფალოგრაფია
  • კლინიკური, ლაბორატორიული და ბიოქიმიური კვლევა

 

პარტნიორი ორგანიცაციები:  არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“, ფონდი „მედიქორი“, ავსტრიის „წითელი ჯვარი“, გაეროს ბავშვთა ფონდი, ლიხტენშტეინის  მთავრობა,  იაპონიის მთავრობა და სხვ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თელავი, ალადაშვილის ქ.#2ა

☎ 0(350) 273792;  0(350) 27379991; 0(350) 271658; 0(350)271420.

✉ telavisbavshvta@yahoo.com 

შპს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი

თამილა თეიმურაზიშვილი

✆ 599202127

☎ 0(350) 273191

გააზიარე