ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება

სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება შედის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში.

სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება უზრუნველყოფს:

  • მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; 
  • დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; 
  • დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; 
  • დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; 
  • გეგმარებითი დავალებების მომზადებას; 
  • მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; 
  • მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; 
  • მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; 
  • წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; 
  • საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; 
  • მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

 

სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი

მალხაზ ბაღუაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია

✆ - 593 131863

✉ - malkhaz.baguashvili@telavi.gov.ge

გააზიარე