ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
- თელავის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
- დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
- დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
- დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
- გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
- თელავის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
- მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
- თელავის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
- მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
- წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას;
- წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
- წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
- ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
- მუნიციპალიტეტში არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი პროექტების/გეგმების მომზადება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
- კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენას, აღრიცხვას და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას;
- მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
სამსახურის სტრუქტურაში შედის სამი განყოფილება:
- ინფრასტრუქტურის განყოფილება
- სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება;
- ძეგლთა დაცვის განყოფილება.
სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში.
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი
საკონტაქტო ინფორმაცია
✆ -
✉ -
სამუშაო გამოცდილება
სამსახურის განყოფილებები
ინფრასტრუქტურის განყოფილება
განყოფილების უფროსი
გირშელი აჩუაშვილი
✆ - 595 031 591
✉ -
ინფრასტრუქტურის განყოფილებაში დასაქმებულია 2 უფროსი სპეციალისტი, 3 უმცროსი სპეციალისტი.
სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება
განყოფილების უფროსი
მალხაზ ბაღუაშვილი
✆ - 593 131863
✉ - malkhaz.baguashvili@telavi.gov.ge
სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებაში დასაქმებულია 1 უფროსი სპეციალისტი, 2 უმცროსი სპეციალისტი.
ძეგლთა დაცვის განყოფილება
განყოფილების უფროსი
ლიკა ალადაშვილი
✆ - 577 951941
✉ - lika.aladashvili@telvi.gov.ge
სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებაში დასაქმებულია 1 უფროსი სპეციალისტი, 1 უმცროსი სპეციალისტი.