ახალშობილ ბავშვთა ოჯახებისთვის
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რიცხულ ახალშობილ ბავშვთა ოჯახებზე ფინანსური დახმარება გაიცეს წლის განმავლობაში ერთჯერადად, ბავშვის დაბადებიდან 6 თვის ვადაში, შემდეგი სახით:
ა) ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, პირველ ახალშობილზე გაიცეს ფინანსური დახმარება 400 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე – 500 ლარის ოდენობით, ორი ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 800 ლარის ოდენობით, ხოლო სამი ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 1200 ლარის ოდენობით;
ბ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა: ბ.ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება;
ბ.ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები; ბ.გ) მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (აუცილებელია, რომ წარმოდგენილ ამონაწერში ფიქსირდებოდეს ბავშვების მონაცემები);
ბ.ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.