სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების ღონისძიებები
საერო, რელიგიურ და სხვა სახის დღესასწაულებზე, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სასაჩუქრე ამანათების ან/და ფულადი თანხების გაცემა, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა შემდეგი სამიზნე ჯგუფებისათვის: მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც 18 წლამდე ოთხი და მეტი ბავშვია და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს; უდედმამო ბავშვები; 100 წელს გადაცილებული მოხუცები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; შშ სტატუსის მქონე ბავშვები; ომის მონაწილეები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა 18 წლამდე ასაკის შვილები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახები; იძულებით გადაადგილებული პირები; სოციალურად დაუცველი ოჯახები; მარტოხელა მშობლები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; მარჩენალდაკარგული ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; ახალშობილთა ოჯახები.
ა) საერო და რელიგიური დღესასწაულების ჩამონათვალი:
ა.ა) 1 იანვარი – ახალი წელი; ა.ბ) 3 მარტი – დედის დღე;
ა.გ) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
ა.დ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
ა.ე) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, იესო ქრისტეს აღდგომის დღე, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის მეორე დღე – ორშაბათი);
ა.ვ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ა.ზ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
ა.თ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე – მარიამობა;
ა.ი) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე; ა.კ) თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების რელიგიური დღესასწაულები;
ბ) გასაწევი დახმარების ფარგლები:
ბ.ა) პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 20-დან 50 ლარის ფარგლებში;
ბ.ბ) ფულადი საჩუქრის ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 100-დან 1000 ლარის ფარგლებში;
ბ.გ) სასაჩუქრე ამანათის ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 10-დან 1000 ლარის ფარგლებში;
გ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ასევე საბანკო ანგარიშის ნომერი.