ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება
ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: მკვეთრად გამოხატული შშმ პირები; დევნილები; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები; 18 წლამდე ასაკის უდედმამო ბავშვების; მარტოხელა მშობლები და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგული ოჯახები; მრავალშვილიანი ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.
ა) ქვეპროგრამის ფარგლებში, თითოეულ ოჯახზე ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსების თანხა 8 ლარის ოდენობით, ამასთან, სავალდებულოა, რომ დახმარების მიმღები რეგისტრირებული იყოს თელავის მუნიციპალიტეტში. ანგარიშსწორება განხორციელდება ელექტროენერგიის მიმწოდებელი/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით;
ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმანტაცია:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.დ) ელექტროენერგიის ქვითარი;
ბ.ე) მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.