საკრებულოს 26 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსაზღვრა. საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს განიხილავენ.
საკრებულოს მორიგი სხდომა 26 ივლისს, 12 საათზე ჩაინიშნა.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.