18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა

18 April, 2023

18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ თელავში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - ძველი გალავნი და დაბახნების წყარო მოინახულეს.

აქტივობის მიზანს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

 

 

გააზიარე