ცხელი ხაზი : 0(350) 273650 - ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბუნებრივი რესურსები

წყლის რესურსები

თელავის მუნიციპალიტეტი მტკნარი წყლის (მტკნარი წყალი - 330000 მ³ / დღ-ღ) რესურსული პოტენციალის მიხედვით, ერთ-ერთი მდიდარი მუნიციპალიტეტია კახეთის რეგიონში. მუნიციპალიტეტს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის უხვი რესურსი გააჩნია. წყლის რესურსები წარმოდგენილია ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებით. მცირე რაოდენობით არის ჭარბტენიანი ტერიტორიებიც, რომლებიც ძირითადად მდინარის ჭალაშია განლაგებული. ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების თანაფარდობა შესაბამისად არის 40/60. მუნიციპალიტეტში მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარე ალაზანი. ალაზნის სიგრძე 390 კმ-ია, აუზის ფართობი კი 11 800 კმ³. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია ლოპოტა, კისისხევი, სვიანა. მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის და ირიგაციისთვის ძირითადად ზედაპირული წყლები გამოიყენება, თუმცა, მოსახლეობის ნაწილი წყალმომარაგებისთვის მიწისქვეშა წყალსაც იყენებს. არსებული წყლის რესურსი საკმარისია მუნიციპალიტეტის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

ბუნებრივ რესურსებს შორის თელავის მუნიციპალიტეტში მოიპოვება ასევე სააგურე თიხა (222000 მ³), მარმარილო (2155000 მ³), ქვიშიანი კირქვა (1476000 მ³)

 

ტყის რესურსები

ტყეს თელავის მუნიციპალიტეტში მისი მთლიანი ტერიტორიის 55% უკავია, ტყეები დაცულ ტერიტორიებში - 45 ჰა-ია.

გააზიარე