ცხელი ხაზი : +995(350)273106

გასართობი ადგილები, პარკები და რეკრეაციული ზონები

ნადიკვარი - კულტურისა და დასვენების პარკი ქალაქ თელავში. მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ ბორცვზე. პარკის ჩრდილოეთ ნაწილიდან იშლება ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთის ულამაზესი ხედი - ალაზნის ველი და კავკასიონის მთები.

სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით არის ვერსია, რომ მისი სახელი დაკავშირებულია მცენარე  დეკასთან. ვარაუდობენ, რომ ამ ადგილზე ხარობდა დეკა.

ადგილი თავდაპირველად იწოდებოდა, როგორც "ნადეკარი", ხოლო დროთა განმავლობაში შეიცვალა და მიიღო დღევანდელი სახელწოდება.

იხილეთ თელავის კულტურისა და დასვენების პარკი "ნადიკვარი"

გააზიარე