ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა

18 მარტი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა.

სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის  საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე უარის თქმის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს. საძოვრების სახელწმიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით თელავის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა.

„თელავის მუნიციპალიტეტის მერიას არ მიაჩნია მიზანშეწონილად კავკასიონის 11 საძოვრის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, რადგან თელავის მერია პერიოდულად თავად აცხადებს ელექტრონულ აუქციონებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  საძოვრების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით განკარგვის თაობაზე, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საიჯარო ქირიდან შემოსული თანხების მობილიზებას“, - განაცხადა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის  სამსახურის უფროსმა გიორგი თავბერიძემ.

კომისიამ მხარი დაუჭირა, რომ აღნიშნული პროექტი ამ სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ ასევე იმსჯელა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუტრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწის 15 ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას ითვალისწინებს. კომისიამ მიიჩნევს, რომ გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით მიწის 5 ნაკვეთის გაყიდვა დროებით შეჩერდეს.

გააზიარე