ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

21 April, 2021

2021 წლის 21 აპრილს,12 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს. კომისიის წევრები განიხილავენ თელავის მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტს.

სხდომაზე ასევე იმსჯელებენ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავადმყოფო საწოლების შესაბამისი საჭიროების მქონე პირთათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემაზე. 

მისამარტი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე