ცხელი ხაზი : 574 17 96 23

ქვემო ხოდაშენში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება

12 აგვისტო, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში შიდა საუბნო გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. 1232 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ლილუაშვილმა და სოფელ ქვემო ხოდაშნის მაჟორიტარმა საკრებულოს წევრმა ზურაბ ლილუაშვილმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და მოსახლეობა უახლოეს დღეებში რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს. ეს გზა წლების განმავლობაში იყო ამორტიზირებული და წვიმიან ამინდში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო გადაადგილება. ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხების მოწყობის გარდა, გათვალისწინებული წყლის სიტემის გაყვანილობის გამოცვლაც“, - განაცხადა დავით ღაღანიძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 625 836 ლარია გამოყოფილი.

 

 

გააზიარე