ცხელი ხაზი : 574 17 96 23

ლაფანყური

ლაფანყურის ადმინისტრაციული ერთეული

ლაფანყური მდებარეობს მდინარე ლოპოტას მარცხენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 500 – 3000 მ-ის ფარგლებში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 620 ადამიანი. 

ხეობა სამი მხრიდან გარშემორტყმულია კახეთის კავკასიონის მთებით. ეს მთებია:
დიდი მუხაციხე, პატარა მუხაციხე, სასანთლე, ნაყოროღალი, დიდი და პატარა ანდარაზანი და სხვა.
ხეობის სიმაღლე მერყეობს ხეობის უმაღლესი მწვერვალია მთა დიდი ანდარაზანი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3039 მეტრია.

მდინარის ორივე სანაპირო ჭალა, ბორცვები და ფერდობები მეოცე საუკუნის დასაწყისში გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული. აქ უხვად მოიპოვება უძველესი და უტყუარი ნაშთები იმისა, რომ ლოპოტის ხეობაში, თითქმის ალპურ ზონამდე, შორეულ წარსულში ხალხი ცხოვრობდა. სოფლის სიღრმეში, სოფლიდან 20–25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ადგილები, რომელთა სახელები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ოდესღაც ისინი დასახლებული პუნქტები ყოფილა და არა უბრალო გეოგრაფიული ადგილები: სასანთლე, 
მუხაციხე, ნაკალოვარი, ჩხინკური, გონჯახევი, ნამარნევის გორი, ტორნისი, ჭურისხევი.
ეს ადგილები დაფარულია ეკლესიათა და ციხეთა ნანგრვებით, ნასოფლარებით, ქვითკირებით, სასაფლაოებით. 

აქ სამი დაბაც ყოფილა: ჩხინკური, მუხაციხე და ნოსორნა. ეს უკანასკნელი მოხსენიებული აქვს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილსაც. ისტორიკოსის ცნობით, ვახტანგ გორგასალს თავისი ვაჟი დაჩი დაბა ნოსორნაში გაუხიზნავს ლოპოტის ხეობაში. VIII საუკუნეში შემოსეულმა მურვან ყრუს ურდოებმა მიწასთან გაასწორეს ეს ტერიტორია.

დღევანდელი სოფელი ლაფანყური ხვთისო ჩაქიაშვილს და ლეგა ნარუსლიშვილს დაუსახლებია. მოსწონოებიათ ეს ადგილი და გადაუწყვეტიათ ამ ადგილის ყიდვა მუდმივ საცხოვრებლად. ამასთან, ლეგა ნარუსლიშვილს ერთი მნიშვნელოვანი საქმეც გაუკეთებია - ნადირობის დროს უპოვნია თეთრი ქვა, რომლის მსგავსიც მანამდე არ ენახა. რამდენიმე ხანში მთელმა ქვეყანამ გაიგო ლოპოტის თეთრი მარმარილოს არსებობის შესახებ. 

ლოპოტის მარმარილო თავისი თვისებებით უნიკალურია, ხოლო საბადოს მარაგი თითქმის ულევი, ლოპოტის მარმარილოს ფილებით არის მოპირკეთებული მოსკოვში მეტროპოლიტენის სადგურები და ხელოვნების სხვა შესანიშნავი ნიმუშები.

მოსახლეობის ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა წარმოადგენს. მცირე ფართობებზე გაშენებულია ვაზი და სხვა მრავალწლოვანი კულტურები.

სოფელი ყოველი წლის აღდგომის მეორე კვირას აღნიშნავს კვირაცხოვლობის რელიგიურ დღესასწაულს, ხოლო ივნისის ბოლო შაბათს  "ვაჟაობას".
წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

 

მორის პარკინაშვილი

მობ: 599 857757
E-mail: lafanyuri.telavi@gmail.com

 

სპეციალისტი

 

  • ქეთევან ამონაშვილი - მობ: 598 507782



გადიდებული რუკის ნახვა

გააზიარე