ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი წარმოადგენს შემოქმედებით, სახელოვნებო – საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის დაქვემდებარებაშია: თელავის მუნიციპალიტის სოფლების - აკურის, ვანთის, ბუშეტის, კონდოლის, წინანდლის, კისისხევის, კურდღელაურის, გულგული, ვარდისუბნის, რუისპირისა და წინანდლის კულტურის სახლები, მუსიკალური ბენდები - „ღამურები“ და „მუსიკის ქალაქი“; ანსამბლები - „წინანდალი“ და „პატარა კახი“; ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „თელავი“, „ქალთა ტრიო“ და ქალთა კამერული გუნდი - „კახეთის ჰანგები“ .
კულტურის ცენტრის ამოცანები და საქმიანობის საგანია ხალხური და თანამედროვე შემოქმედების ძიება და პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო, შემოქმედებითი ღონისძიების, ფესტივალების, თემატურის საღამოების დაგეგმვა და განხორციელება.
ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მისამართი: ქ. თელავი, ჭადრის ქუჩა #2
☎ 0(350) 271452
✉ telavi.kulturiscentri@gmail.com
ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი
ზაქარია რაზმაძე
✆ 577535351