საქართვლოს ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა

24 April, 2023

საქართვლოს ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა ( U17 ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ფრენბურთელ გოგონათა ასაკობრივმა ნაკრებმა ანგარიშით 3 : 2 დაამარცხა ავსტრიის გოგონათა ნაკრები, რითაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ფრენბურთში, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი U17-ის ასაკობრივ ნაკრებებში თელავის სპორტის სასახლეში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჩემპიონატში 7 ქვეყნის - ესტონეთის, საქართველოს, საფრანგეთის, ავსტრიის, რუმინეთის, ისრაელისა და უკრაინის გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ.

 

 

გააზიარე