საკრებულოს ბიურომ 2023 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტი განსახილველად კომისიებს გადასცა

14 დეკემბერი, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 2023 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტი განსახილველად კომისიებს გადასცა.

მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 2021 წლის დეკემბერს დამტკიცებულ ბიუჯეტს 7 მილიონ ლარზე მეტით აღემატება. პროექტის მიხედვით, ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის თანხის ზრდაა მოსალოდნელი.  

გარდა ამისა, კომისიები მერიის მიერ ინიცირებული სხვა პროექტებსაც განიხილავენ. ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია იმსჯელებს სამართლებრივი აქტის პროექტზე, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „მოვუსმინოთ სამყაროსათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.

სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომისია კი განიხილავენ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებების პროექტს.

გააზიარე