ცხელი ხაზი : +995(350)273106

შიდა კონტროლის სისტემის შესახებ კონფერენცია გაიმართა

24 ივლისი, 2019

ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, კონფერენცია გაიმართა - „გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის“, რომელიც მუნიციპალურ დონეზე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ინსტიტუციური მდგრადობისა და საჯარო ფინანსების ეფექტიანი გამოყენების საკითხებს მიეძღვნა. 

2018 წელს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის შეფასება 8 მუნიციპალურ ერთეულში (თელავი, ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ქუთაისი, მცხეთა, რუსთავი,) განხორციელდა. 

განხორციელებული სისტემური აუდიტის საპილოტე პროექტთან დაკავშირებული გამოცდილება, კოლეგებს საპილოტე აუდიტის ჯგუფის უფროსებმა გაუზიარეს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, პრეზენტაცია  ლალი გოგიაშვილმა წარადგინა, რომელმაც სისტემური აუდიტის მნიშვნელობაზე, განხორციელების შედეგად მიღებულ სიახლეებსა და სარგებელზე ისაუბრა.

გააზიარე