შოთა ნარეკლიშვილმა საქართველო-ლიეტუვის მეგობრობის მემორიალი ყვავილებით შეამკო

11 მარტი, 2021

 

ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღსანიშნავად, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა,  მოადგილესთან ფიქრია ყუშიტაშვილთან და კულტურის სამსახურის უფროსთან მაია დათუნაშვილთან ერთად საქართველო-ლიეტუვის მეგობრობის მემორიალი  ყვავილებით შეამკო.

შოთა ნარეკლიშვილის თქმით, თელავს ლიეტუვასთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

,,თელავს ლიეტუვის ორ ქალაქთან ანიკშჩიაისა და კიდანიაისთან მეგობრული ურთიერთობები უკვე რამდენიმე წელია აკავშირებს. ჩვენს ქალაქში საქართველო-ლიეტუვის მეგობრობის სკვერიც გავხსენით, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორი მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები გვაქვს ლიეტუველ ხალხთან.  დღეს ლიეტუვა დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს  აღნიშნავს და ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს ამ მნიშვნელოვან თარიღს.,, - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა.

გააზიარე