სოფელ კისისხევში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

26 April, 2023

სოფელ კისისხევში შიდა საუბნო გზის (N17 გზა) სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის ახალი საფარი დაიგება 580 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

შემსრულებელი კომპანია: გერმანულ-ქართული სამშენებლო საზოგადოება.

ბიუჯეტი: 433 889 ლარი.

 

 

 

 

გააზიარე