თელავის მუნიციპალიტეტი პროექტისთვის - ,,თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების შენობების თერმომოდერნიზება და ბიომასის მიწოდების ჯაჭვის შექმნა“ დაჯილდოვდა

15 მარტი, 2021

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი დასახელდა.

დაჯილდოვების ცერემონიალზე, სპეციალური პრიზები და სიგელები თელავის, ბოლნისის, წყალტუბოს, სენაკის, რუსთავის, ასევე, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი დაესწრო.

მუნიციპალიტეტების მერებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები ათეა-ს და პროექტის - N4ED დირექტორმა - დავით მელუამ და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის წამყვანმა ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა გადასცეს.

თელავის მუნიციპალიტეტი პროექტისთვის - ,,თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების შენობების თერმომოდერნიზება და ბიომასის მიწოდების ჯაჭვის შექმნა“ დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ BPP-ის კონკურსზე გამარჯვებული 9 თვითმმართველი ერთეულის საკონკურსო პროექტები, რომლებიც სპეციალურად შექმნილმა შეფასების კომისიამ და კონკურსის მმართველმა კომიტეტმა 2019-2020 წლების კარგ პრაქტიკად დაასახელა, 22 მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი განაცხადებიდან შეირჩა.

 

გააზიარე