ცხელი ხაზი : 574 17 96 23

თელავის მუნიციპალიტეტმა გამოცდილების გაზიარების მიზნით ოზურგეთის შშმ პირთა მშობლებს უმასპინძლა

18 April, 2019

თელავის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური პროგრამების შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შშმ ბავშვთა მშობლები ჩამობრძანდნენ. მათ თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გივი მეტრეველმა და აპარატის წარმომადგენელმა ბენო გეგეჭკორმა უმასპინძლეს. ღონისძიება მშობელთა კავშირი „ლამპარის“ ინიციატივით გაიმართა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს შშმ პირთა საჭიროებების შესახებ, განიხილეს მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა და სტუმრებს შესაბამისი მიმართულებით დაგეგმილი პროგრამები გააცნეს.

შეხვედრის მიზანია შშმ პირთა მშობლების გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა თვითმმართველობების საქმიანობაში.

 

 

გააზიარე