ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავის სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

21 აგვისტო, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ - დავით ბეგიაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა - ლევან მრელაშვილმა და მერიის სხვა წარმომადგენლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.

2019-2020 სასწავლო წელს საჯარო სკოლები განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდებიან.

თელავის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლაში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სველი წერტილები და საკანალიზაციო სისტემა.

აგრეთვე, მიმდინარეობს ქ. თელავის N4 საჯარო სკოლის შენობის სახურავის სრული რეაბილიტაცია.

ალბომი

 

 

გააზიარე