თელავში დამსახურებული მწვრთნელისა და ფეხბურთელის გიორგი ბურდულის სახელობის ტურნირი ჩატარდა

28 April, 2023

თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე, დამსახურებული მწვრთნელისა და ფეხბურთელის გიორგი ( ჟორა ) ბურდულის სახელობის ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში თელავის, წინანდალის, ვანთის, კისიხევის, რუისპირის და ყარაჯალას საფეხბურთო გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალში ერთმანეთს კისისხევისა და წინანდალის გუნდები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა კისისხეველი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა.

გიორგი ( ჟორა ) ბურდულის სახელობის თასი ტურნირის საუკეთესო მეკარეს და საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, ამხანაგური თამაში გაიმართა ვეტერან ფეხბურთელებსა და თელავის ასაკობრივ გუნდს (U17) შორის, თამაში ვეტერანების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

 

გააზიარე