ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავში ჯიშიან ძაღლთა საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

5 ოქტომბერი, 2019

თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა - CAC-CACIB FCI "Georgian Winner 2019" და "Rtveli 2019" გაიმართა.   
გამოფენა თელავის მინიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უკვე მესამე წელია ტარდება და ყოველწლიურად უფრო ფართო მასშტაბებს იძენს.

 2017 წელს გამოფენაში 50 ჯიშის 350-მდე ძაღლი მონაწილეობდა, 2018 წელს 70 ჯიშის 450-მდე ძაღლი. წელს კი მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 170 ჯიშის 555 ძაღლმა მიიღო მონაწილეობა. 


გააზიარე