თელავში "კარფურის" ფილიალი გაიხსნა

22 იანვარი, 2021

თელავში "კარფურის" ფილიალი გაიხსნა

თელავში სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური"-ს მე-40 ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას თელავის მუნციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან ერთად დაესწრო.

ახალი მარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რომ თელავის ფილიალში 80 ადგილობრივია დასაქმებული.

კარფურის ახალი ფილიალი, ქ. თელავში, ალაზნის გამზ. #77- ში მდებარეობს და ის მომხმარებლებს ყოველდღე, დილის 9:00 დან ღამის 20:00 - საათამდე მოემსახურება.

გააზიარე