ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

2 ივლისი, 2019

დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ყვავილებით და სანთლებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და საფლავები.

1993 წლის 2 ივლისს, აფხაზეთში, რუსეთის ფედერაციამ 6 სადესანტო გემიდან გადმოსხა სპეცდანიშნულების ჯარები და ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად თავს დაესხა ქართულ არმიას. სოფელ ტამიშთან ერთ-ერთი პირველი დახვდა მტერს თელავის მე-7 ბატალიონი, რომელმაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მოწინააღმდეგეს და სრულიად გაანადგურა თავდამსხმელები, თუმცა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

ღმერთმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს!

გააზიარე