ცხელი ხაზი : +995(350)273106

თეთრიწყლები

 

თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეული
თეთრიწყლების ტერიტორიული ორგანო მდებარეობს თელავის დასავლეთით,თელივი-გომბორი-თბილისის მაგისტრალზე, თელავიდან 20 კილომეტრში. თეთრწყლები გაშენებულია ზღვის დონიდან 1300-1500 მ-ზე. ტერიტორია შეადგენს 25 კვ.კმ-ს. მოსახლეობა 100 კომლი. თეთრწყლების საკრებულოში შედის აგრეთვე სოფლები: კობაძე, სეროდანი და პანტიანი. სოფლის სახელწოდება “თეთრწყლები” წარმოსდგება აქ არსებული გოგირდიანი წყლებიდან, რომლებიც გარშემო თეთრ ნალექს იკეთებენ. აქ ადრე ფუნქციონირებდა გოგირდის აბანო, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ამჟამად სოფელში არის ორი დაბურღული გოგირდის წყარო, რომელთაგან ერთი გოგირდის მაღალი შემცველობით გამოირჩევა.
მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობაა. უმთავრესად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება. სოფელს აქვს რეკრეციული პოტენციალი. არის დასასვენებელი კოტეჯები, რომელთაც ამ დროისთვის ერთდროულად 60 დამსვენებლის მიღება შეუძლია. თეთრწყლები ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. მისი შემოგარენიდან, გომბორის უღელტეხილიდან ჩანს, როგორც შიდა კახეთი და კავკასიონი, ასევე თბილისი და სამხრეთ საქართველოს მთიანეთი.
ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ამინდასტურის ეკლესია და რამდენიმე ნაეკლესიარი. ამჟამად მიმდინარეობს 300 არაგველის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. სოფლის მახლობლად არის 50 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი.

 

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

 


გიორგი ქიბიშაური

 

მობ: 557 323952
E-mail: tetrwylebi.telavi@gmail.com

 

 

სპეციალისტები

 

  • მგელა ყორიაული - მობ: 599-34-52-12


გადიდებული რუკის ნახვა

გააზიარე