ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

ბიბერახმა თელავს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

23 მარტი, 2021

თელავმა დამეგობრებული ქალაქ ბიბერახისგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო.

მათ შორის, სარეაბილიტაციო საწოლები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს გადაეცა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში საწოლები, მაგიდები, სკამები და სათამაშოები გადანაწილდა.

პროფესიულ კოლეჯ ,,პრესტიჟს,, აუდიტორიებში განსათავსებლად შესაბამისი ინვენტარი, სახანძრო-სამაშველო სამსახურს კი პირველადი დახმარების ნაკრებები გადაეცა.

,,თელავს და ბიბერახს 30 წელზე მეტია მეგობრობა და მჭიდრო ურთიერთიბები აკავშირებს ერთმანეთთან. ამის კიდევ ერთი დასტურია გერმანელი ხალხის კეთილი ნება, რომ აღნიშნული დამხმარება მიგვეღო. ინვენტარი, სათამაშოები, სარეაბილიტაციო საწოლები უკვე გადანაწილდა შესაბამის დაწესებულებებში.,, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

 

 

 

 

გააზიარე