ცხელი ხაზი : +995(350)273106

ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

20 თებერვალი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ დღეს სხდომა გამართა. ბიუროს წევრებმა მერიის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე 7 საკითხს განიხილავენ.

დღევანდელ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს ბიუროს წევრებს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა წარუდგინა თელავის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების 2019 წლის წლიური ანგარიში.

გიორგი თავბერიძის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტით წლის განმავლობაში ღონისძიებებისა და პროექტებისათვის საჭირო სამუშაო, საქონელი და მომსახურება 17 691 100 ლარად შეისყიდა.

ბიურომ მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების 2019 წლის წლიური ანგარიში ცნობად მიიღო.

საკრებულოს მორიგი სხდომა 28 თებერვალს, 12 საათზე ჩაინიშნა. 

 

გააზიარე