ბუშეტი

ბუშეტის ადმინისტრაციული ერთეული

ბუშეტის ტერიტორიული ორგანო დაკავშირებულია ცენტრთან, თელავთან კახეთის ცენტრალური მაგისტრალით და დაშორებულია მისგან 14 კილომეტრით. სოფლის რელიეფი მაღლდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. სოფელს კვეთს სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მდინარე “ბუშეტი”. სასოფლო-სამეურნეო მიწები მდებარეობს სოფლის თავსა და ბოლოში. ფართობი შეაგენს 668 ჰექტარს, მათ შორის სახნავი 214 ჰექტარია, მრავალწლიანი ნარგავები 344 ჰექტარი, მათ შორის ხეხილი – 149, ვენახი – 195, საძოვარი კი 110 ჰექტარი. სოფლის მოსახლეობა ცხოვრობს ერთ დასახლებულ პუნქტში. ბუშეტის მიწები ვარგისია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად. მოსახლეობას ძირითადად მოყავს მარწყვი, სიმინდი, ყურძენი, ატამი და ბოსტნეული კულტურები. მოსახლეობა შეადგენს 1375 ადამიანს; 452 კომლი, 984 ამომრჩეველი.
ბუშეტის კულტურის სახლში განთავსებულია ბუშეტის ტერიტორიული ორგანოს გამგეობა. ბუშეტში ფუნქციონირებს ამბულატორია, აფთიაქი, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი. სოფელი ძირითადად მარაგდება მთის წყლით, ასევე არსებობს რამდენიმე ჭაბურღილი.
ბუშეტში არის 4 ძველი ეკლესია: სვეტიცხოველი, ნათლისმცემლის, ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის სახელობის.
დასრულების მომენტშია ახლად მშენებარე იოაკიმ და ანას სახელობის ეკლესია, რომელსაც აშენებს ამავე სოფლის მკვიდრი ბუშეტის ამაღლებულ გორაზე.
წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

პაატა გიორგაძე


ტელ: 570-70-93-22
მობ: 599-85-77-61
E-mail: busheti.telavi@gmail.com
სპეციალისტი
  • ოლღა ჩაველაშვილი - მობ: 557-72-48-33

გადიდებული რუკის ნახვა
გააზიარე