ცხელი ხაზი : 574 17 96 23

ც ნ ო ბ ა - თელავის გენ-გეგმა

26 ივნისი, 2020

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ საკრებულოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ,,ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმის, განაშენიანების გეგმის და ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ .

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში ,,ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმის, განაშენიანების გეგმის და ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ პროექტის განხილვა განხორციელდება 2020 წლის 1 სექტემბრამდე.

 

პროექტის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა განხორციელდება 2020 წლის 1ოქტომბრამდე.

 

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)

პროექტის დანართები
გააზიარე