ცხელი ხაზი : +995(350)273106

წითელას გავრცელების პრევენციის მიზნით საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა

30 იანვარი, 2019

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის #16 განკარგულების საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებას, იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი იურიდიული პირების მხარდაჭერასა და მატერიალურ-ტექნუკურ უზრუნველყოფას. ასევე, ზედამხედველობას გაუწევს იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას და გააკონტროლებს წითელას მასიური გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. 

დღეს საკოორდინაციო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გააზიარე