ცხელი ხაზი : +995(350)273106

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა !!!

23 იანვარი, 2019

ახალგაზრდული ალიანსი "აისი"- ს მიერ გამოცხადებულია საერთაშორისო ახალგაზრდული ტრენინგ/პროექტი, რომელიც ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდა მეწარმეობის შესახებ არაფორმალური განათლების სასწავლო მეთოდოლოგიის შექმნას.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-35 წლამდე თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

აპლიკაციების განხილვისას შეირჩევა 5 მოტივირებული ახალგაზრდა.

ტრენინგები ჩატარდება სასტუმრო სავანეთში ინგლისურ ენაზე.

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე:

http://aisigeorgia.com/participants-selection-1-1/

პროექტში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა 2019 წლის 1 თებერვლამდე.

მონაწილეების შერჩევა და გასაუბრება მოხდება 2019 წლის 2-3 თებერვალს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე