ცხელი ხაზი : +995(350)273106

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

3 April, 2019

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N472 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად 2019 წლის 1 აპრილიდან საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნებისმიერი სახის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების რეალიზაციას.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N472 დადგენილების მე-7 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად პარკების რეალიზაციისას კონტროლის განხორციელება ევალება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს,

თელავის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, 2019 წლის 15 აპრილამდე გაატაროთ სათანადო ღონისძიებანი, რათა 15 აპრილის შემდეგ აღარ მოახდინოთ პლასტიკის პარკების რეალიზაცია.

წინააღმდეგ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტების მიმართ გატარებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 82^5 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი:

„პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებული პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის - „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,-გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით“.

გააზიარე