თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა(ა)იპ თელავის კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება ნადიკვარი

ა(ა)იპ თელავის კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება "ნადიკვარი" წარმოადგენს გასართობი და დასასვენებელი პარკების გაერთიანებას, რომელშიც შედის: პარკი "ნადიკვარი",  "ყადორის ბაღი", ე.წ. "ახალი ბაღი" და სკვერი თამარ მეფის გამზირზე.

პარკი "ნადიკვვარი" აერთიანებს დასასვენებელ სკვერს და გასართობ ატრაქციონებს. ფუნქციონირებს 7  სახის ატრაქციონი სხვადასხვა ასაკის მომხმარებლისთვის: ავტოდრომი, ბრუკომელა, ცხენები, გასაბერი ქალაქი, სათევზაო აუზი, მატარებელი.

ატრაქციონები მუშაობს 1 აპრილიდან 15 ნოემბრამდე. 

სამუშაო საათები: 10:00სთ-დან 20:00სთ-მდე; 

 ივლისი-აგვისტო -16:00სთ-დან 23:00სთ-მდე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ნადიკვრის ქუჩა N1

✉ nadikvariparki@gmail.com

 

ა(ა)იპ თელავის კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება "ნადიკვარი"-ს დირექტორი

გიორგი დაღუნდარიძე

✆ 599 322227

გააზიარე