გულგულაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26 მარტი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

■ 913 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

■ პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 330 464 ლარით ფინანსდება.

■ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი" ასრულებს.

 

 

გააზიარე