ცხელი ხაზი : 0(350) 273650 - ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კაუნასის თეატრი თელავში

27 ოქტომბერი, 2018

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე ლიეტუვის რესპუბლიკის კაუნასის ეროვნული დრამატული თეატრის დასი წარსდგა, რომელმაც ევა სიმონაიტიდეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „საგვარეულო“ ითამაშა (რეჟისორი - აგნიუს იანკევიჩუსი). სპექტაკლი კაუნასისა და თელავის თეატრებს შორის გასულ წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიების დასასრულს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშუტაშვილმა და კაუნასის თეატრის ხელმძღვანელმა - ეგიდიუს სტანციკასმა მაყურებელს მადლობა გადაუხადეს და მემორანდუმის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბეს.

ალბომი

გააზიარე